არ დანებდეთ, დემოკრატია მოგვპარეს – აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ორკში, მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.

“ხალხო, ამას არ დანებდეთ, წაგვართვეს ხმა, მოგვპარეს დემოკრატია, მოგვპარეს კონსტიტუციური უფლება და აქეთ მოდიან, გვირტყამენ, გვშლიან”, – ამბობს ემიგრანტი და აქციის მონაწილე, დათა ზარნაძე.

“ვგდავართ მათთან, ვინც იბრძვის დღეს ჩვენი ხმების დასაცავად. ისინი არ შეუშინდნენ სიცივეს, წყლის ჭავლს, გაზს… ებრძიან მოძალადე, კრიმინალ ხელისუფლებას ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის”, – თქვა ემიგრანტმა ნინუკა ბორჩხაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიცესკოს განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაკახა საბანაძე: მედიის წარმომადგენლების მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა