ორი წლის წინ, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე საქართველოს მთავარ პროლურორს მიმართავს და ამბობს, რომ ირაკლი შოთაძისთვის მთელი ემოციითა და სულმოუთქმელად მის გარდა, ალბათ, არავის უსმენია.
„ვფიქრობდი, ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე ,მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით , ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ -იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი, ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი , ბატონო ირაკლი,“ – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
ამასთან, შვილმოკლული დედა მთავარ პროკურორს რიტორიკულად ეკითხება:
„რაც თქვენ იცით, რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა!!!“
„რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი, უფალი კი ვიცი რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა, თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ ????
მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად???
P.S. მეგობრებო ნიკოს სურათს ჩემს გვერდზე ყოველთვის ვაზიარებ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ სურათებს, ეს ვიდეო რგოლი განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ნამდვილი და გულუბრყვილოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენზე ამხედრებულ ნიკოს ვუყურებ მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას “დარდიმანდი” რომელიც მიჰქროდა მთელი სისწრაფით რადგან იცოდა რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდებოდა და მისი როლი მანქანებით სავსე ქალაქში სულ უფრო გაუფასურდებოდა. ამ ცხენს ნამდვილად არ ვიცი რა ქვია, ის კი ვიცი რომ ჩემმა ბიჭმაც თავის მისია კაცურად შეასრულა და გაქროლდა მარადისობისკენ , ჩვენ კი დაგვანახა არაკაცები რომ ჰყოლია ქვეყანას ( აბა ადამიანს, კაცს- მისი მკვლელობა როგორ უნდა მოსვლოდა თავში და მერე ამის დაგეგმვა ეწარმოებინა ლამის მსოფლიო მასშტაბით ჩაეთრია ახალგაზრდები)!!!
ნიკოს ცხენი კი როგორც ერთმა ახლობელმა მშობლიური სოფლიდან აღნიშნა, აუცილებლად გაქროლდება თანატოლებისთვის, სწორი ღირებულებებით სწორი მიმართულებისკენ.
ფრთხილადო გვეუბნებიან ახლობლები!!!!
რაღასთვის ფრთხილად, მე უკვე სიკვდილს ვიცნობ ის გაცილებით კარგი ვინმეა, მან ჩემი შვილი ჩაიხუტა,“ – წერს ომაძე.