“არ ჩაერიოთ არჩევნებში” – დონალდ ტრამპმა პუტინს ხუმრობით მიმართა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან G20 სამიტზე შეხვედრაზე იხუმრა, როცა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას შეეხო საუბარი. ტრამპმა იხუმრა, როცა ჟურნალისტმა კითხა მას, გააფრთხილებს თუ არა ის პუტინს, რომ არ ჩაერიოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2020 წელს გაიმართება. ტრამპმა ჟურნალისტს დადებითად უპასუხა: “ცხადია, გავაფრთხილებ” – თქვა მან, ღიმილით მიუბრუნდა პუტინს და უთხრა : “არ ჩაერიოთ არჩევნებში”. ამის შემდეგ ხუმრობით გაიმეორა თავისი თხოვნა და თითი პუტინისკენ მიმართა, რომელიც ასევე, იღომოდა. დონალდ ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ მას პუტინთან “ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს” და რომ შესაძლებელია “ბევრი დადებითი რამ მოხდეს” – “ბიბისიმ” აღნიშნული მომენტის ვიდეო გაავრცელა.

 

banner
წინა სტატიაშიგამოვიდეს ივანიშვილი, ჩაატაროს არჩევნები და წავიდეს
შემდეგი სტატიასუს-ი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის გადაადგილების უკანონოდ შეზღუდვად აფასებს