არ ასვენებს გამჩენი ივანიშვილს, არაა გამორიცხული, რომ გვარამიას მელიას მსგავსად “აშეინიკი” დაკიდოს – უგულავა

არ ასვენებს გამჩენი ივანიშვილს, არაა გამორიცხული, რომ გვარამიას მელიას მსგავსად “აშეინიკი” დაკიდოს – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას.

“არ ასვენებს გამჩენი ივანიშვილს. არაა გამორიცხული რომ გვარამიას მელიას მსგავსად “აშეინიკი” დაკიდოს. ან კიდევ უფრო შორსაც წავიდეს. როგორც სჩანს, ამხანაგ არქიპოს დაავიწყდა ზამბარის პრინციპი. გაწელავ და უფრო დიდი ძალით მოგიბრუნდება ცხვირში. რეპრესიას დასთეს, ზიზღს მოიმკი. ზამბარას გაწელავ, ცხვირში მიიღებ. ასე რომ ცხვირს გაუფრთხილდით ბატონო ბიძინა, ეს ჩემი არა, ბერტოლდ ბრეხტის გაფრთხილებაა
გაუძელი, როგორ გითხრა ეს ერთი და სხვა მრავალი, მაგრამ ხომ ვიცით რომ ეს ბოლო გამოწვევა არაა. წინ ბევრი რამაა ჯერ” – წერს უგულავა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკის მიერ აუქციონზე გამოტანილი 40 მილიონი დოლარიდან 32 მილიონი გაყიდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს – თამარ ჩუგოშვილი