25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“არ აშენებულა არცერთი მუნიციპალური პარკინგი”- გიორგი სიორიძე კახა კალაძეს შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს

თბილისში არსებული საპარკინგე კრიზისი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის არაკომპეტენტური მმართველობის სიმბოლოა — ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. ოპოზიციონერმა ლიდერმა მერიის მოქმედი ხელმძღვანელობა და მისი წინამორბედი შეუსრულებელ დაპირებებში დაადანაშაულა.

სიორიძემ გაიხსენა წინა წლებში გაჟღერებული დაპირებები, რომლებიც დღემდე ქაღალდზე რჩება:

2017 წლის მაისში დედაქალაქის ყოფილი მერი, დავით ნარმანია აცხადებდა, რომ თბილისში 10 მრავალდონიანი საპარკინგე შენობა-ნაგებობა აშენდებოდა.

2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კალაძე თბილისელებს მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეების მოწყობას ჰპირდებოდა.

კალაძის მერობის პერიოდში თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და არ აშენებულა არცერთი მუნიციპალური პარკინგის სივრცე. კალაძე თბილისელებს „სითი პარკის“ გაუქმებასა და გამართული სისტემის შექმნას ჰპირდებოდა. შედეგად, „სითი პარკის“ გაძევება გადასახადის გადამხდელებს 12 მილიონი დაუჯდათ და მივიღეთ კიდევ უფრო უარესი — „თბილისი პარკინგი“, რომელიც მხოლოდ ჯარიმების გამოწერაზეა ორიენტირებული“, — განაცხადა სიორიძემ.

მისივე მტკიცებით, მერია ჯარიმებიდან მიღებულ ასეულობით მილიონ ლარს სრულად საკუთარი ბიუროკრატიისა და პარტიული აქტივის კომფორტისთვის ხარჯავს.

banner
წინა სტატიაში“სისტემა ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ღამის 4 საათზეც აჯარიმებენ”- კახა კახიშვილი
შემდეგი სტატია“მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ უყურებენ, ეს მძიმე სოციალურ შედეგებამდე მივა”- კახა კახიშვილი