33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

“არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც არ იღებს შეტყობინებას, რა შეიძლება მოხდეს”- ნინო ჩხობაძე

"გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ," - ნინო ჩხობაძე

თბილისში ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის ფონზე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გადაცემა „360 გრადუსში“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირები ინფორმირებულნი არიან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, თუმცა პრობლემა ინფორმაციის „წაკითხვასა და გათვალისწინებაშია“.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ( და მანამდეც), არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც არ იღებს შეტყობინებას (მაგიდაზე), რა შეიძლება მოხდეს. ეს არის აუცილებელი პირობა და ინფორმაცია ყოველთვის მიდის გადაწყვეტილების მიმღებთან. სხვა საკითხია რამდენად კითხულობენ ამას.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ წაკითხვა იმ ბიულეტენების, რომელიც ვრცელდება. ეს ოფიციალურად, ყველა გადაწყვეტილების მიმღების ფოსტაში იდება (ახლა უკვე ელექტრონულად). უბრალოდ, ეს კი არ უნდა გადაშალო და აღარ მიაქციო ყურადღება, უბრალოდ, კარგად უნდა წაიკითხო.

სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ახლა კი არა, გუშინწინ უნდა დაწყებულიყო. როცა თბილისის წყალმოხმარება და საკანალიზაციო სისტემები გაიყიდა, GWP-ს რომ მივეცით, კერძო კომპანიას, სანიაღვრე სისტემები დარჩა ქალაქის მეურვეობაში. ანუ მათი ვალდებულებაა სანიაღვრე სისტემებს მიაქციონ ყურადღება. არაერთხელ ვნახეთ, რომ სანიაღვრე სისტემა არ მუშაობდა თბილისში, ლეღვთახევი გაიხსენეთ, გლდანულა. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ პრობლემები შეგვექმნება. დიდ დიღომში ნებისმიერი პატარა წვიმის დროსაც იტბორება ქუჩები იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემები გამართული არ არის. მშენებლობები დავიწყეთ, მაგრამ სანიაღვრეს არ მივაქციეთ ყურადღება. მე დამირეკეს დიღმიდან, მითხრეს ასეთი რამ, შეიძლება თუ არა, რომ საკანალიზაციო სისტემა, მიერთებული იყოს სანიაღვრეზე? – არ შეიძლება! ასეთ ფაქტებთანაც კი გვაქვს საქმე“,- აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ექსტრემალური სიცხის გამო საგანგებო რეაგირების გეგმა ORSEC ამოქმედდა
შემდეგი სტატია“ევროკავშირი ფართოვდება, დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის”- პაველ ჰერჩინსკი