“არ არსებობს საფუძველი, ოპოზიციამ საპარლამენტო მუშაობაზე უარი განაცხადოს, გარდა იმ რადიკალური ფრთისა”

„ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს მუშაობას ფიზიკური შეხვედრების ფორმატში. ჩვენი დელეგაცია სრულად იღებს მონაწილეობას ზამთრის სესიებში. ორი მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც პირველივე დღიდან არის წარმოდგენილი და ეხება საქართველოს, პირველ რიგში ეს არის ანგარიში სადამკვირვებლო მისისიისა, რომელიც 31 ოქტომბერს ევროსაბჭოდან იყო წარმოდგენილი.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის არჩევნების მიმართ ამ ანგარიშის დადებითი და პოზიტიური შეფასება, რომელსაც ჩვენ აქ ვკითხულობთ. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელზეც მათ გვთხოვეს, გაგვემახვილებინა ყურადღება, შეგვეტანა შესაბამისი ცვლილებები და პრაქტიკა გაგვეუმჯობესებინა, რომელზეც გვაქვს მყარი პოზიცია, რომ ვაპირებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას, იმ რეკომენდაციების განხორციელებას, რომელიც თუნდაც ამ ანგარიშშია წარმოდგენილი.

გარდა ამისა, წარმოდგენილია მეორე მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად იწერება და ეხება ყველა წევრ ქვეყანას. საქართველოს ამ ანგარიშის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს და აქაც ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ გზავნილებს, შეფასებებს იმ მოვლენებზე, რომელსაც 2020 წელს ჰქონდა ადგილი – დაწყებული 8 მარტის შეთნახმებით, დასრულებულიარჩევნებით და საბოლოო ჯამში მოწოდებებით, რომ ოპოზიციამ თავისი მანდატები გამოიყენოს, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს.

სხვათაშორის, არა მხოლოდ ანგარიში, ჩვენი კოლეგებისგანაც გვესმის ასეთი საუბარი, რადგან მათ არ ესმით, რა არის რეალური მიზეზი, რატომ ამბობენ ისინი უარს. ფაქტი ერთია, დღეს რეალურად არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადოს საპარლამენტო მუშაობაზე გარდა იმ რადიკალური ფრთისა, რომელსაც სურვილი აქვს, ისევ ქუჩიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა ,რომელსაც ევროსაბჭო და ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტშიც არ მიესალმებიან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: ხალხი ბრძენია და საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიარუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და დაუშვას EUMM