“დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული. მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი გზით ჩვენი ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგებას, ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებასა და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს. არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. მსოფლიოში ყველამ უნდა გაიაზროს, საქართველოს არცერთი მოქალაქე, არცერთ ეტაპზე არ დაუშვებს, რომ ეს ტერიტორიები იყოს საქართველოს გარეშე. ეს არის აქსიომა და ვერავინ უარყოფს. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ ყველა ვართ გამსჭვალული ამ სულისკვეთებით. საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან, ერთად ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, შერეული ოჯახებია. პოზიტიურად რომ გადავწყვიტოთ ეს ტრაგიკული დღეები, ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შედგება ეს პროცესი. საქართველო გაერთიანება და ყველა მცხოვრები ადამიანი ღირსეულად იქნება წარმოჩენილი სახელმწიფოში.
ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს. არასდროს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, თავის თავზე დამოუკიდებელი სახელმწიფო არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო და ყველას ვინც არ უნდა იყოს ის სათანადო პასუხი გაეცემა…“, – თქვა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.















