“ამ ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს მესამე პირების და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას. სხვათა შორის ეს არის ალბათ ის ძალიან იშვიათი გამონაკლისი როდესაც ძალიან იოლია ჩვენი მხრიდან დასაბუთება განსაკუთრებით ამ პუნქტის, იმიტომ, რომ არ არსებობს არავინ, ვისაც კი შეიძლება ზიანი მიადგეს თუ კი თქვენ შეაჩერებთ ამ სადაო აქტს, არავინ, უბრალოდ ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ მხოლოდ ვინც ამ კანონს ასე თავგამოდებით და ქვეყნის ევროპული მომავლის საზიანოდ იცავენ და თუ სასწორის მეორე პინაზე ამ კანონის დამცველების, საბედნიეროდ, მცირე ჯგუფის ახირება თუ მათი სხვა პოლიტიკური მოტივაციის თუ საგარეო ორიენტაციის არევა თუ შეცვლაა საპირწონე, ჩვენ ასე არ ვუყურებთ და რა თქმა უნდა კონსტიტუცია პირველ რიგში არ იხილავს 78-ე მუხლს”.
– თქვა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ.