“არ არსებობს არაფერი დღევანდელ ქართულ სასამართლოში, რაც შეიძლება, სამართლიანი იყოს”-ზურაბიშვილი

“არ არსებობს არაფერი დღევანდელ ქართულ სასამართლოში, რაც შეიძლება, სამართლიანი იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.

– საქართველოში საკმაოდ რთულია არჩეულ თანამდებობის პირად ყოფნა. ჩვენ ეს თქვენს შემთხვევაშიც ვნახეთ და ისიც ვიცით, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ პატიმრობაშია. რა უნდა მოხდეს სასამართლო სისტემაში თქვენი აზრით?

– სრული რეფორმა. ეს გათვალისწინებულია ქართულ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა პროევროპულმა პარტიამ და ის ითვალისწინებს არჩევნების შემდეგ სასამართლო სისტემის სიღრმისეულ რეფორმას. სხვათაშორის, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩემს იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, თუმცა იქ იყო სამი მოსამართლე, რომელიც წინააღმდეგი წავიდა და რაც ნამდვილად არის იმედის საბაბი. ასე რომ, ჩვენ ეს რეფორმა უნდა გავახორციელოთ ძალიან სწრაფად და ასევე სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ასევე ამერიკელებთან, რომ კვლავ აღდგეს ერთობლივი სამხედრო სწავლებები. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი განხორციელდება.

– თვლით თუ არა, რომ სააკაშვილს შეუძლია დღეს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობა?

– იქ რამდენიმე საქმეა, არა მხოლოდ ერთი და მე ვთვლი, რომ არ არსებობს არაფერი დღევანდელ ქართულ სასამართლოში, რაც შეიძლება, რომ სამართლიანი იყოს. ასე რომ, მას დალოდება მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი აშშ-ს საელჩოს პასუხობს
შემდეგი სტატია“ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით”-პრეზიდენტი