,,არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი”

„ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დაპირისპირების სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს ერთპიროვნულად მართოს როგორც სასამართლო, ისე საპარლამენტო უმრავლესობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა. იგი მმართველ გუნდში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს სასამართლო ერთპიროვნულად მართოს, ისევე როგორც უნდა მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი საპარლამენტო უმრავლესობა ან მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს”,- განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში გრიპის ვირუსის გართულებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები H1N1-ის გამო დროებით საზღვარს კეტავენ