არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები – დემოკრატია, მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა

“დღეს ჩვენ განვიხილავთ მედიის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში, ეს პრობლემა მრავალ წუხილს იწვევს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ალიანსის წევრი, მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები – დემოკრატია, მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა. რაც, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მოქმედებებით განისაზღვრება. სწორედ ამ ნაწილში იწყება ჩვენი წუხილი. მედია თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზირებას ცდილობენ. რაც სრულიად მიუღებელია”,-ამბობს ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ევროინტეგრაციაში დიდი წვლილი შეიტანეს მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ, რომელიც დღევანდელი დებატების ერთ-ერთი სუბიექტია…”-ანნა ფოტიგა
შემდეგი სტატია“ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტევა ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში… დრო მოვიდა დავიცვათ LGBT ხალხი საქართველოში”- მიგელ ურბან კრესპო