“არ არის ოდიოზური ფიგურა და გახმაურებული როგორც მე ვიცი”- ბიძინა ივანიშვილი რეზო საყევარიშვილზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე საუბრისას, მოსამართლის მიერ დანიშნულ დროებით მმართველზე, რეზო საყევარიშვილზე საუბრობს და მას დადებითად აფასებს.

“საყევარიშვილი არის გამოცდილი ჟურნალისტი, ჟურნალისტია პროფესიით მე როგორც ვიცი და მე მგონი ცუდი არჩევანი არ არის ამ მხრივ. არ არის ოდიოზური ფიგურა და გახმაურებული როგორც მე ვიცი. დიდი ხანია ჟურნალისტიკაშია”,-განაცხადა ივანიშილმა.

ამასთან შეკითხვაზე, რომელიც 2012 წელს ტელეკომპანია იმედში, რეზო საყევარიშვილის მიერ ჩატარებულ რეორგანიზაციას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ საინფორმაციო სამსახურიდან 50 ზე მეტი თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული, ივანიშვილი ამბობს, რომ მას ამის შესახებ არაფერი სმენია ” რა ქნა იმედში? მე არ ვიცი ასე იყო მართლა. ხმაური მოყვა ამას? მე არ გამიგია”,-განაცხადა ბიძინა ივანშვლმა

banner
წინა სტატიაშისკანდალი:საქართველოში არ შემოუშვეს ფაფუკწვერიანი სტუმარი
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: პარლამენტში შესვლა, თუ არჩევით თანამდებობაზე მოხვედრა, ხდება არჩევნებით და არა აქციებით