არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს – ზურაბიშვილი ჯაღმაიძეზე

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პატრიარქთან შეხვედრის თხოვნა პირადი ხასიათის იყო და რომ პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და არც კატეგორიული მოთხოვნა ჰქონია. ზურაბიშვილი ჯაღმაიძეს აკრიტიკებს:

“პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!
ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!” ნათქვამია გავრცელებულ განმარტებაში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპის მოედანზე დაანონსებულ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს, ხელისუფლებამ გამოხატოს რეფორმების გატარების მინიმუმ მზაობა და პოლიტიკური ნება – მოვუწოდებთ „ოცნებას“, გონს მოეგონ – მეზვრიშვილი