,,არ არის გასაკვირი, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მარია ზახაროვამ მიწისქვეშა ნავით ამოყვინთოს”

არ არის გასაკვირი, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მარია ზახაროვამ მიწისქვეშა ნავით ამოყვინთოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, რომან გოცირიძემ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას სულელური უწოდა და აღნიშნა, რომ მარია ზახაროვა არასერიოზულობით გამოირჩევა.

„დღეს დასავლეთის მოწინააღმდეგე სამი სუბიექტია. ერთი ქალბატონი ზახაროვა და რუსეთი, მეორე საქართველოში „პატრიოტთა ალიანსი“, ხოლო მესამე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი.​ ზახაროვას განცხადება ზუსტად ემთხვევა „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებას და არ გაგვიკვირდეს, თუ ამერიკის საელჩოს წინ აქციაზე, რომელსაც 15 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსი“ მართავს, მარია ზახაროვა გამოჩნდეს, მიწისქვეშა ნავით ამოყვინთოს დიღომში და პატრიოტებთან ერთად გაიმეოროს იგივე ტექსტები ერთ ხმაში. ძალიან სულელური განცხადებაა და საერთოდ, ეს ქალბატონი გამოირჩევა არასერიოზულობით. ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც არ შეეფერება ატომური ბომბის მქონე სახელმწიფო ლიდერის ერთ-ერთ მარჯვენა თუ მარცხენა ხელს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშივანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავდა 2 ადამიანი