,,არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებზე შესაძლო წნეხის ფაქტზე ნაკაიძე სამომავლოდაც გამოძიებისთვის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს”

საპარლამენტო კომისიის დაკითხვაზეა დაბარებული ივანე ნაკაიძე, რომელიც დათო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-ს ბიძა აღმოჩნდა. ივანე ნაკაიძის სახელი ასევე ფიგურირებს პანამა ფეიფერსში,სადაც ის კეზერაშვილის ყოფილი კომპანიის მეწილედ ფიქსირდება.

რეზონანსის მიერ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ ივანე ნაკაიძე 2009 წლიდან კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს წარმოადგენდა.
გაზეთ რეზონანსისთვის მიცემულ კომენტარში ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ხაზს უსვამს, რომ ივანე ნაკაიძის დაკითხვა თავად კომისიამ გადაწყვიტა და ამ ფაქტს ლონდარიძე მიესალმება. მისი თქმით, ნაკაიძე გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს. ის გამოძიების პერიოდში დაკითხულიც არ ყოფილა. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებზე შესაძლო წნეხის ფაქტზე ნაკაიძე სამომავლოდაც გამოძიებისთვის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს.
ფიგურირებს თუ არა ნაკაიძის სახელი საგამოძიები მასალებში ან რა შეხება შეიძლება ჰქონდეს მას საქმესთან და რატომ დაინტერესდა კომისია მისი დაკითხვით – ამკითხვაზე რეზონანსს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე პასუხობს, რომ მათთან მისული მასალების მიხედვით, ამ პირის მიმართ კომისიის წევრებს კითხვები გაუჩნდათ, შესაბამისად, ნაკაიძეს პასუხის გაცემა მოუწევს.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებას” რაც შეეძლო, გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს სხვას, ან მათივე მონაწილეობით კოალიციურ მთავრობას
შემდეგი სტატიაპატრიარქმა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე ისაუბრა