“არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კანდიდატი” – ირაკლი კობახიძე საპრეზიდნტო კანდიდატზე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვეთილი არ არის. მისი თქმით, მთავრობის ფორმირების დასრულდების შემდეგ საპრეზიდნტო კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება.
“ჯერჯერობით დაკავებული ვართ მთავრობის ფორმირებით და როგორც კი დასრულდება მთავრობის ფორმირება, ალბათ განახლდება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით, არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კანდიდატი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ფორმირება დასრულდება და ამის შემდეგ განვაახლებთ კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით”,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში84 წლის ქალი ოთახში ჰყავთ გამოკეტილი
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის შესახებ კვლევა ჩაატარა