„არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება სააკაშვილი, ჩვენი ამოცანა, რომ ამ არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, არ იცვლება“ – გიგა ბოკერია

„ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.“ – ამის შესახებ საზოგადოებას „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა

„მე მინდა ყველას მივმართო, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ოპოზიციასთან ან სპეციფიკურად მიხეილ სააკაშვილთან, მანდაც დიდი სპექტრია განსხვავებების, იმიტომ რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია და მრავალფეროვნები არიან ჩვენი ამომრჩევლები. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური ასპექტებისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. მოხსნან დღის წესრიგიდან ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბავი, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე და რასაც დღეს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს არის ჩვენი მოწოდება. იქამდე რა პოზიციაც მქონდა მე, იგივე მაქვს დღესაც.“ – განაცხადა ბოკერიამ

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც მისი თქმით იგი ბათუმში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტი – ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია
შემდეგი სტატია„ევროპარლამენტარების ინფორმირება ჩვენთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რადგან რისკები არჩევნების პროცესში შემცირდეს – გიგა ბოკერია