,,არ აქვს მნიშვნელობა, ქართველია, აზერბაიჯანელი თუ სომეხი, 7 ნოემბრის დავიწყება არ შეიძლება”

დღესაც მზად ვართ, ვიბრძოლოთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც არ იციან, რა არის საქართველოს სიყვარული, – ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევმა რუსთაველის თეატრთან აქციაზე „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ.

„აქ ის ხალხი ვართ, რომლებიც 7 ნოემბერს დავისაჯეთ. 6 ნოემბრის საღამოს შიმშილობა გამოვაცხადე. ის ზონდერი უგულავა დილით შემოვიდა, ამოიღეს „დუბინკები“ და რა ქნეს, კარგად იცით. ამ დღის დავიწყება არ შეიძლება. შემდეგ რიყეზე რაც მოხდა ყველამ იცით. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელთა წინაპრებიც სამშობლოს ერთიანობისთვის კრწანისის ომში დაიღუპნენ. დღესაც მზად ვართ, ვიბრძოლოთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც არ იციან, რა არის საქართველოს სიყვარული და მხოლოდ თავისი კაბინეტისთვის ყველაფერს აკეთებენ.

ნეტავ თვალში ჩამეხედა იმ ადამიანებისთვის, როცა გვცემდნენ და ცხრა „დუბინკა“ მომხვდა, ან იმ დღეებში, როცა სამმართველოს წინ ​შეუწყალებლად გვცემდნენ. ისინი ყველაფერზე მიდიან. უნდა გაერთიანდეს ერი, არ აქვს მნიშვნელობა ქართველია, აზერბაიჯანელი თუ სომეხი, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. წერტილი უნდა დავუსვათ სააკაშვილს და იმ ტერორისტულ სატანებს.

გთხოვთ ყველას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მანდილოსანს პატივი ვცეთ. სოფელ-სოფელ დავდიოდი, კიდევ ვივლი, რათა ჩემი ერის წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილია. სალომე ზურაბიშვილი თურქი ხალხის მტერი არ არის. ეს გაუნათლებლები იძახიან აზერბაიჯანელებთან და თურქებთან, რომ თურქების წინააღმდეგ არისო“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

banner
წინა სტატიაში,,„ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების საფრთხე შეიქმნა-დღეს არის უმძიმესი დღე სააკაშვილის რეჟიმის”
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში 53 226.81 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს