“არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად მიდით უბნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“- სანდრა რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს (Video)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩევნებამდე 2 დღით ადრე საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. “არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად, წყნარად მიდით უბნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“- აცხადებს სანდრა რულოვსი და განმარტავს, რომ მოსალოდნელი დაძაბულობის გამო არ აპირებს იმ სოფლებში ჩასვლას, სადაც არჩევნები ტარდება. თუმცა, კანდიდატის განცხადებით, არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებას ზუგდიდში დაელოდება. სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს ასევე მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ბიულეტენზე რეგისტრატორის ბეჭედს და ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანდრა რულოვსის განცხადებით, გამორიცხული არ არის რომ გამნეორებითი კენჭისყრის აუცილებლობა დადგეს.
22 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ზუგდიდის 3 მაჟორიტარულ უბანზე- განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე გაიმართება.

 

https://youtu.be/6yz741dkmA8

banner
წინა სტატიაში(video) იტალიელმა მომღერალმა წითელ მოედანზე პუტინის გამო გაიხადა
შემდეგი სტატია(video) მოსკოვში არალეგალთა მასობრივი დეპორტაცია დაიწყო