აქვთ თუ არა სექსი სხვებს იმაზე ხშირად, ვიდრე თქვენ

როცა სხვების სექსუალურ ცხოვრებაზე ვფიქრობთ, დარწმუნებული ვართ, რომ ის მათ იმაზე მდიდარი და მარავალფეროვანი აქვთ, ვიდრე ჩვენ. რატომ გვგონია ასე? და რა ხდება სინამდვილეში?

რამდენიმე ხნის წინ მარკეტინგულმა კომპანიამ Ipsos გრძელვადიანი კვლევა დაასრულა, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე ჩვენს არასწორ ხედვებს შეეხება. კვლევის შედეგები მალე გამოიცემა წიგნში The Perils of Perception: Why We Are Wrong About Nearly Everything.

ბრიტანელებსა და ამერიკელებს, სხვებთან ერთად, კვლევის მანძილზე ეკითხებოდნენ, მათი აზრით, მათ ასაკობრივ ჯგუფში (18-დან 29 წლამდე) სხვებს რამდენჯერ ჰქონდათ სექსი უკანასკნელი ოთხი კვირის მანძილზე.
საშუალოდ, გამოკითხვის მონაწილეებმა ორივე ქვეყანაში ივარაუდეს, რომ მამაკაცებს უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე სექსი 14-ჯერ ჰქონდათ, მაშინ, როცა სინამდვილეში (სექსუალური ქცევების კომპლექსური კვლევების მონაცემებით) სექსუალური აქტის ფაქტობრივი რაოდენობა ბრიტანელებში ხუთი იყო, ამერიკელებში კი ოთხი.
სხვა სიტყვებით, გამოკითხულები თვლიდნენ, რომ ახალგაზრდები სექსით იყვნენ დაკავებული თითქმის ყოველ მეორე დღეს – ანუ, წელიწადში 180 ჯერ. რეალურად კი ეს უფრო მოკრძალებით გამოიყურება – 50-ჯერ.

აღსანიშნავია, რომ რესპოდენტი მამაკაცები უფრო მეტად შეცდნენ ახალგაზრდა ქალებთან დაკავშირებით. ისინი თვლიდნენ, რომ მათი სექსუალური აქტივობა თვეში 22-ია (ბრიტანეთში) და 23 – აშშ-ში. სინამდვილეში, ეს მინიმუმ ხუთჯერ ნაკლებია.

ისევე, როგორც ბევრ რამეში, ჩვენი არასწორი წარმოდგენა ეყრდნობა, ერთის მხრიც, ჩვენს სუბიექტურ გრძნობებს, მეორეს მხრივ – იმას, თუ რას გვეუბნებიან.
კაცობრიობის გამრავლება პირდაპირ სექსზეა დამოკიდებული. მაგრამ ზუსტადაც მასზე გვაქვს არასწორი წარმოდგენა.
ადამიანის სხვა აქტივობებისგან განსხვავებით, რასაც ვაკვირდებით, ინტიმური ცხოვრება უცხო თვალისგან დამალულია. ის კი, რაც თითქოსდა დაშვებულია რომ ვნახოთ, ხშირად რეალობას არ შეესაბამება.

ჩვენ ვეყრდნობით თანატოლების ინფორმაციას, ან ჭორებს, რომელიც გავიგეთ სპორტდარბაზებში, საეჭვო კვლევები და სტატისტიკები გვხვდება გასართობ ჟურნალებში და გვახსოვს ის პორნო ფილმები, რომელსაც ოდესღაც ვუყურეთ. ამ ყველაფერში კი ბევრი “შაქარია”, გაზვიადება, “ცხოვრების მაგალითები”, რომელიც რეალურ სურათს აბსოლუტურად ამახინჯებენ.

ზემოთ ნახსენები კვლევის მონაწილეებს, ასევე კითხეს, მათი აზრით, რამდენი სექსუალური პარტნიორი ყავდათ ადამიანებს, რომლებიც 45-დან 54 წლის არიან. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში რესპონდენტების წარმოდგენა დაემთხვა იმ რაოდენობას, რასაც მამაკაცები საკუთარ თავზე ამბობდნენ.
საშუალოდ გამოვიდა, რომ გამოკითხულ ავსტრალიელებს და ბრიტანელებს აღნიშნულ ასაკში, მთელი ცხოვრების მანძილზე 17 პარტნიორი ყავდათ, ამერიკელებს კი – 19.
ამასთანავე, სურათი ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუკი ქალების და მამაკაცების პასუხებს შევადარებთ. პირველი – ქალების მიერ დასახელებული პარტნიორების რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე მამაკაცების.

ფაქტობრივად, ქალები ირწმუნებიან, რომ მათ ორჯერ ნაკლები სექსუალური პარტნიორი ყავდათ, ვიდრე მამაკაცებს გონიათ.

ეს სექსუალური ქცევის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი მაჩვენებელია – სტატისტიკის გათვალისწინებით, მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია.

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია საპირისპირო სქესის პარტნიორზე (გამოკითხვაში მონაწილეობენ პროპორციული რაოდენობის ჰეტეროსექსუალი ქალები და მამაკაცები), რიცხობრივი მაჩვენებელი ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა.
ამას, შესაძლებელია, რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. მამაკაცები, მაგალიშად, შესაძლებელია, გულისხმობენ პროსტიტუტებთან სექსსაც. ან, მამაკაცები და ქალები სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ შეკითხვას (მაგალითად, შესაძლებელია, ქალები სექსუალურ ურთიერთობას არ უწოდებენ სექსის რამდენიმე სახეობას, მამაკაცები კი – პირიქით).

თუმცა, ყველაზე სავარაუდო ახსნა ასეთია: მამაკაცები, შეგნებულად ან შეუგნებლად, ამ ციფრს აბუქებენ, მაშინ, როცა ქალები, პირიქით, მას ამცირებენ. რამდენიმე ხნის წინ აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ეს დაადასტურა. სექსუალური ქცევების შესახებ გამოკითხვისას მკვლევარებს ქალების სამი ჯგუფი ყავდათ. პირველმა ჯგუფმა ანკეტა ანონიმურად შეავსო. მეორე ჯგუფის მონაწილეები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი პასუხები გააკვირვებს მკვლევარებს (რომლებიც მიხვდებიან ვინ უპასუხა). მესამე ჯგუფს კი ეკითხებოდნენ, როგორც მათ უთხრეს, “სიცრუის დეტექტორზე” (თუმცა, არანაირი დეტექტორი არ ყოფილა, იყო უბრალოდ უაზროდ მოწრიპინე მოწყობილობა). მეორე ჯგუფის ქალებმა სექსუალურ პარტნიორებად დაასახელეს 2, 6, ანონიმურმა ჯგუფმა დაასახელა – 3,4, “სიცრუის დეტექტორზე” – 4,4.

ბოლოს – აშშ-ში გამოკვეთილი ძალიან უცნაური ტენდენცია. ამერიკელი მამაკაცი თვლის, რომ ამერიკელ ქალებს, საშუალოდ, ცხოვრების მანძილზე სექსში 27 პარტნიორი ყავთ. ამერიკელი ქალები კი ამბობენ ბევრად ნაკლებს – 13. და ეს უკანასკნელი სინამდვილესთან ძალიან ახლოს დგას. ყოველშემთხევვაში, ქალებისვე თქმით, მათ, საშუალოდ 12 პარტნიორი ყავთ.

საიდან მოვიდა მამაკაცების წარმოდგენა 27 პარტნიორ ქალზე?
საქმე იმაშია, რომ გამოკითხული ათასი ამერიკელი მამაკაციდან 20-ს საკუთარ თანამემამულე ქალებზე ძალიან სპეციფიური წარმოდგენა აქვს – ისინი ამბობენ, რომ ამერიკელ ქალებს ცხოვრების მანძილზე, დაახლოებით 50 პარტნიორი ყავთ. ზუსტად ამან იმოქმედა კვლევის შედეგებზე.

ჩვენი არასწორი წარმოსახვები იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს. ისინი მოქმედებენ ჩვენს წარმოდგენებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ნორმალური და რა არა.
კვლევა, რომელზეც ჩვენ მოგიყევით, აჩვენებს ახალგზაზრდების არასწორ აღქმებზე.

ისევე, როგორც სხვა წარმოსახვებისას, საჭირო არ არის ადამიანების სტატისტიკით დაბომბვა. უმჯობესია, თუკი ავუხსნით, რატომ და საიდან ჩნდებიან თავში არასწორი აღქმები.

ტექსტს ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ BBC Future-ზე

banner
წინა სტატიაშიოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში არ შემოუშვეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის მიზეზებს საპენსიო ასაკი დაემატება