რისი ევროკავშირში შემყვანია “ქართული ოცნება”. გუშინწინ, აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მღვდლები გამოიყვანეს და ალაპარაკეს, რომ “ოკუპანტები თბილები და საყვარლები ყოფილან”.
„რისი ევროკავშირში შემყვანია „ქართული ოცნება”. გუშინწინ, აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა.
გამოიყვანეს მღვდლები და ალაპარაკეს სისულელე, რომ თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები.
უფრო მეტიც, ჯაღმაიძემ თქვა, თითქოს ჩვენი ბრალია, გავაღიზიანეთ რუსები იმით, რომ ვიღაცას ქართულ სოფელ კირბალში საქართველოს დროშა აუფრიალებია.
ახლა უცებ მახსენდება, თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა ალბათ.
ამას ჰქვია პატრიოტიზმი და ქრისტიანობა?“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.