აქუბარდია – საქართველოსთვის ნატო-ს სამიტი წარუმატებელი იყო

საქართველო ვილნიუსის ნატოს სამიტზე წარმოდგენილი არ იყო არა თუ ნატო-ს ლიდერებთან ერთად, არამედ სხვა მომიჯნავე ღონისძიებებზე, რაც კიდევ ერთი გზავნილია იმისა, რომ ნატო კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდიას შეფასებით, საქართველოსთვის ნატო-ს სამიტი წარუმატებელი იყო.

„თუკი ნატო-ს სამიტებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა სამიტზე მისალმება იყო დემოკრატიული რეფორმების მიმართ, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში აღარ გვახსოვს. ნატო ვილნიუსის სამიტზე მკაფიო იყო, როცა საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდეს ისე, რომ ჩვენი პროგრესი არ შეუფასებიათ. ასევე, არანაირი დამატებითი პაკეტი არ მიგვიღია, წინა სამიტისგან განსხვავებით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიეჭვგარეშეა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება – ოსტინი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – რეალობაა, რომ, ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, საქართველო დიდი ხანია, მზად არის წევრობისთვის