ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ აქუბარდიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც, ორჯერ რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილი ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, „მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები“.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ქართულმა ოცნებამ” ამერიკის სანქციების შემდგომ პირველ სესიაზე კვორუმი ვერ მოაგროვა და პარლამენტის სესია ორჯერადი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილო ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები. სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცელზე. “ქართული ოცნება” თავად არღვევს რეგლამენტს, იმიტომ რომ სიაში არსებული “ქართული ოცნების” დეპუტატები, როლებსაც თითქოს დასწრება აქვთ პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ,” – განაცხადა აქუბარდიამ.