აქუბარდია – „ნაცმოძრაობას“ რაც სჭირს, იმ არაფორმალური მმართველობის ბრალია, რამაც საბოლოო ჯამში პარტიის დასუსტება და ორმეფობა გამოიწვია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კეზერაშვილთან თუ მიდიან, მას სავარაუდოდ აქვს ან გავლენები და ფინანსური რესურსი, რითაც პარტიას ეხმარება, ან საინტერესო საუბრები, რომელია დასაჯერებელი, ეს ხალხმა განსაზღვროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდო არაფორმალური მმართველობა არის პრობლემა.

„ის, რაც „ნაცმოძრაობას“ სჭირს, იმ არაფორმალური მმართველობის ბრალია, რამაც საბოლოო ჯამში პარტიის დასუსტება და ორმეფობა გამოიწვია. ორმაგი სტანდარტი არ არის ნორმალური. „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის სახით არაფორმალური მმართველობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდო არაფორმალური მმართველობაც არის პრობლემა. საბოლოო ჯამში ერთი არაფორმალური მმართველობა იქნება თუ ორი, ეს მოცემულობას არ ცვლის და ამაზე ამომრჩეველმა უნდა იფიქროს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – გასაგებია, როგორ ესმის „აირზენას“ პატრიოტიზმი, ხალხის თანადგომა, გასაგებია, ხელისუფლებაც როგორ უწყობს ხელს გაიაშვილს განსაცდელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ძარცვაში
შემდეგი სტატიაევროკავშირის ყველა ქვეყანა არ არის თანახმა, პალესტინელების დახმარება შეჩერდეს