აქუბარდია – მოვუწოდებ შალვა პაპუაშვილს, კიდევ გადაიკითხოს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და ნახოს, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე

მოვუწოდებ შალვა პაპუაშვილს, რომ კიდევ ერთხელ გადაიკითხოს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და ნახოს, ვინ არის იქ მტერი და ვინ მოყვარე და ამ შემთხვევაში ცარიელ მშვიდობასაც შეხედოს რას ნიშნავს, ისევე, როგორც „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” გაკეთებულ განცხადებას.

აქუბარდიას თქმით, ამ ქვეყანაში მთავარი, გაცხადებული მტერი არის რუსეთი, რომელმაც სამხედრო ძალით წაიღო არამხოლოდ ჩვენი ტერიტორიები, არამედ მშობლიურ ენაზე განათლების უფლება და მიაქვს ნაწილ-ნაწილ ოკუპირებული ტერიტორიები.

“რა არის ეროვნულობა? – მოცემულობაში არის, როდესაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებ და “ქართული ოცნება” დიდი ხანია ასცდა ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესების გატარებას და საკუთარი პარტიული ინტერესების გატარებას მიჰყო ხელი. მათ შორის “რუსული კანონის” ერთხელ დაინიცირებით, შემდეგ უკან წაღებით, იმ პირობით, რომ აღარ დააინიცირებდნენ და კვლავ შემოტანით, მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი გვეუბნებოდა, რომ ამ წესებით და ნორმებით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი.

შალვა პაპუაშვილი რომ გვახსენებს ილია ჭავჭავაძეს, “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო” და მოცემულობაში არც კი ახსენებს, რომ ეს რუსეთთან დაკავშირებით იყო. მე შევახსენებ მას, ცარიელ მშვიდობას, როდესაც ომის პროპაგანდას აწარმოებენ, ამ ქვეყანაში მთავარი, გაცხადებული მტერი არის რუსეთი, რომელმაც სამხედრო ძალით წაიღო არამხოლოდ ჩვენი ტერიტორიები, არამედ მშობლიურ ენაზე განათლების უფლება და მიაქვს ნაწილ-ნაწილ ოკუპირებული ტერიტორიები. მოვუწოდებ შალვა პაპუაშვილს, რომ კიდევ ერთხელ გადაიკითხოს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და ნახოს, ვინ არის იქ მტერი და ვინ მოყვარე და ამ შემთხვევაში ცარიელ მშვიდობასაც შეხედოს, რას ნიშნავს. ისევე, როგორც “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული”,- აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი – არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომ კანონს რუსული დაარქვან
შემდეგი სტატია“ოცნება” ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს – კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ფოტიგა