აქუბარდია – მელიას განცხადება მუშაობის გააქტიურებისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე პარლამენტის დატოვებისკენ

ის, რომ პარლამენტში უნდა იმუშაო, ამაზე არავინ არ დავობს. პარლამენტში თუ არის პოლიტიკური ჯგუფი, უნდა იმუშაოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვფიქრობ, მელიას მოწოდება თანაგუნდელებზე არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ან საქმით უნდა დაკავდეს, ან პარლამენტი უნდა დატოვოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.’

აქუბარდიას თქმით, ბოიკოტის დრო დამთავრებულია.

„ის, რომ მუშაობა არ მიდის საკმარის დონეზე, ესეც ცხადია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მელიას მოწოდება მუშაობის გააქტიურებისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე პარლამენტის დატოვებისკენ. ეს არის უფრო გამოფხიზლება ვიდრე ის, რომ ბოიკოტის რეჟიმი უნდა გააგრძელოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც არაფერი კარგი არ მოუტანია თავად ამ პარტიისთვის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ირაკლი ბერაიამ თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა თავის გუნდს, რომელიც იძულებულია, ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას
შემდეგი სტატიაისრაელის მხრიდან ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა ხაფანგში მყოფი მოსახლეობისა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს – ანჯელინა ჯოლი