აქუბარდია – კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლის საკითხი წინ წავწიოთ

შევიმუშავებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, იმისათვის, რომ წინ წავწიოთ საქართველოს ნატო-ში შესვლის საკითხი, რომელიც პოლიტიკურად საკმაოდ არის გაყინული ბოლო პერიოდში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ პოლიტიკოსების და ექსპერტების საჯარო დისკუსია მიმდინარეობს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ნატო-ში გაწევრიანება უნდა ვიყოთ აქტიურები, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

„საუბარია იმაზე,რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული რეფორმები, რის გარეშე საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ასევე ნატო-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან ვიყოთ კომუნიკაციაში იმისათვის, რომ დავარწმუნოთ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების საჭიროებაში, რომელიც საქართველოს ნატო-ში წევრობისკენ მიიყვანს. შესაბამისად, ახლა, ექსპერტების ჩართულობით შევიმუშავებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და აქტიურ მუშაობას დავიწყებთ, მათ შორის გამოვიყენებთ საპარლამენტო შესაძლებლობებს, იმისათვის, რომ წინ წავწიოთ საქართველოს ნატო-ში შესვლის საკითხი, რომელიც პოლიტიკურად საკმაოდ არის გაყინული ბოლო პერიოდში. როდესაც საუბარია დემოკრატიაზე, ცალსახად გვითხრეს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების გარეშე საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი და ყველა ის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, საარჩევნო გარემოს, კორუფციის აღმოფხვრას და ა.შ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი საშინაო დავალებაა და ამ კუთხითაც აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ვაიძულოთ მთავრობა ყველაფერი გაკეთდეს“, – აცხადებს აქუბარდია.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – ვიმედოვნებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერას გადაწყვეტს
შემდეგი სტატიაკუჭავა აუდიოჩანაწერებზე – ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს ფალსიფიცირებულია თუ არა, მე ვერ გეტყვით