აქუბარდია „ენკასთან” ხელშეკრულების გაწყვეტაზე – კომპენსაციის სახით, თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს თანხის გადახდა

დამატებით კომპენსაციის სახით ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს თანხის გადახდა, მას შემდეგ რაც “ენკასთან” საარბიტრაჟო დავა დასრულდება და რაც ყველაზე მძიმეა – არც ერთ პოტენციურ ინვესტორს არ მოუნდება ქვეყანაში შემოსვლა, – ასე ეხმიანება დეპუტატი, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თეონა აქუბარდია ჟურნალისტებთან “ენკას” მხრიდან საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ხელისუფლებამ „ენკასთან“ კაბალური პირობებით გააფორმა ხელშეკრულება და ამით ქვეყანა დააზიანა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ხელშეკრულება „ენკასთან“, რომელზეც საკმაოდ მრავალი მწვავე კითხვა არსებობდა და ის არასწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან საკმაოდ ძვირი დაჯდა. საქართველო კარგავს არა მხოლოდ 800 მილიონიან ინვესტიციას, არამედ პოტენციური იმვესტორების შემოსვლის შესაძლებლობას. დამატებით კომპენსაციის სახით ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს თანხის გადახდა, მას შემდეგ რაც საარბიტრაჟო დავა დასრულდება და რაც ყველაზე მძიმეა, არც ერთ პოტენციურ ინვესტორს არ მოუნდება ამ ტიპის ქვეყანაში შემოსვლა.

საქართველოს ხელისუფლებამ არ იხელმძღვანელა ქვეყნის ინტერესებით, არამედ მას ჰქონდა პირადი ინტერესები, როცა გააფორმა ისეთი კონტრაქტი, რომელიც კაბალურია სახელმწიფოსთვის, კომპანია არის მოგებული და ქვეყანა წაგებული, ეს პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაში„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატია“ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 50.9% უჭერს მხარს