აქტივობა საარჩევნო უბნებთან მაფიქრებინებს, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეა – ირმა ნადირაშვილი

რუსთავში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით აქტივობა ფიქსირდება. თუმცა, ამომრჩევლებს კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მცირედი შეყოვნება უწევთ უბნებთან.

აღსანიშნავია, რომ ყველა უბანზე მაქსიმალურად დაცულია კოვიდუსაფრთხოების ნორმები. ჯერჯერობით, რუსთავში მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა, თუმცა რუსთავში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ თელეთის 23-ე უბანზე მცირედი ინციდენტი მოხდა, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.

ამასთან, ირმა ნადირაშვილი ფიქრობს, რომ აქტივობა “ივანიშვილის ბოლო დღეზე” მიანიშნებს:

“ხმა მივეცი საქართველოს ნაბიჯს ევროპული მომავლისაკენ. ასეთი აქტივობა საარჩევნო უბნებთან მაფიქრებინებს და ჩემს რწმენას ამყარებს, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეა. მმართველი პარტიის წევრები ცდილობენ, ადამიანების არჩევანი გააკონტროლონ, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. დანარჩენი პრობლემები არის ის, რომ ზოგ უბნებზე ადამიანები ბეჯების გარეშე არიან და ჩვენ გვიწევს გავარკვიოთ, თუ ვინ არიან ისინი,”- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგარდა იმისა, რომ ტყუილია, კანონის დარღვევაცაა – ნიკა გვარამია კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა