აქტივობა 20:00 საათზე: 2020 – 56.11%; 2016 – 51.63%; 2012 – 60.8%

აქტივობა 20:00 საათზე: 2020 – 56.11%; 2016 – 51.63%; 2012 – 60.8%

ცესკოს განცხადებით, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო

ხმა მისცა 1 970 540-მა ადამიანმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 51.63% იყო. ხმა მისცა 1 814 276-მა ადამიანმა.

2012 წელს – 60.8%. ხმა მისცა 2 197 243-მა ადამიანმა.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, იმ ამომრჩველებს, რომლებიც 20:00 საათისთვის რიგში იდგნენ, მიეცათ ხმის მიცემის საშუალება

***

17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 45.77% იყო.

ხმა მისცა 1 607 530-მა ადამიანმა.

***

15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 36.45%-მა მიიღო. ხმა 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა

***

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო, ხმა 681 583-მა ადამიანმა მისცა.

დილის 10:00 საათზე – 8,33%, ანუ 292 587 ამომრჩეველი.

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს – მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 – მაჟორიტარულით.

banner
წინა სტატიაშინაციონალურ მოძრაობაში“ აგონიაში არიან, ეს იყო მათი უკანასკნელი გაფართხალება
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: თბილისში ვართ მესამე პარტია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი ჩვენია