აქტივისტმა პოლიციელს უჩივლა – დაკავების შემდეგ, პოლიციელს მისთვის ფოტოს გადაღება სურდა

საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა აქტივისტმა პოლიციელს უჩივლა – მიშა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დაკავების დროს სამართალდამცველმა სამართალდარღვევა ჩაიდინა. კერძოდ, როგორც მიხეილ ზაქარეიშვილი ამბობს, დაკავების შემდეგ, პოლიციელს მისთვის ფოტოს გადაღება სურდა.

პროტესტის მონაწილე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელებს ამ მიზეზით უჩივლა.

“ეს არ არის სიახლე, როცა პოლიციელი დაკავებულ პირს უღებს სურათს და უგზავნის სხვას. პირველი შემთვევა არ არის რომ ვუჩივლე, სხვასაც როცა ვხედავ, რომ უღებენ ფოტოს, სხვა შემთხვევაშიც ასე ვიქცევი. გენინსპექციაშიც კი არ არის ცნობილი, ეს პროცედურა როგორ უნდა გაიარონ. ფორმალური პროცედურები უდნა გაიარონ აუცილებალდ, ჩემი მიზანი ეს არის”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბათუმელი მედროშე მეოთხე დღეა მშრალ შიმშილობაზეა – ჭავჭანიძის წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიადროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს – ზელენსკი კიევზე თავდასხმას ეხმაურება