აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს.

პოლიციის წარმომადგენლის, ვაჟა სირაძის თქმით, მაჭავარიანი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

“თითოეული პოლიციელი მოუწოდებდა მას, რომ დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას, მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას და ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვები განაცხადა ჩვენს მიმართ, შესაბამისად დაკავდა ადმინისტრაციული წესით”, – თქვა სირაძემ.

აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე აცხადებს, რომ მაჭავარიანს შეშა ჰქონდა და სწორედ ამის გამო დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიNGO-ები: საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესება არაკონსტიტუციურია
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეები პარლამენტთან შეშის მიტანას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ