აქტივისტები პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათს მეორედ არღვევენ

კომენდანტის საათს ამ წუთებში პარლამენტთან გამართული აქციის წევრები უკვე მეორედ არღვევენ და ამ ფორმით აპროტესტებენ მთავრობის მიერ დაწესებულ არამიზნობრივ კოვიდშეზღუდვებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ მთავრობის მიერ გამოწერილი ჯარიმების გადახდას, რადგან მათი აზრით შეზღუდვებს ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.

“ჩვენ არაფრის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის პოლიტიკური ლოქდაუნი. ოროსანი ტიკარაძე ვერანაირად ვერ შეძლებს მართოს პანდემია, რა თქმა უნდა, რეგულაციები არის საჭირო, მაგრამ ისე, როგროც ევროპაშია…ტრანსპორტი არ ჩაკეტილა ევროპაში არც ერთი დღე, ყველა დამსაქმებელს აქვს უფლება მის დასაქმებულს მისცეს საშვი და არა როგორც რუსეთში და საქართველოში ხდება, რომ მხოლოდ სახელმწიფო წყვეტს ამას”, – ამბობს ნიკა ნარსია.

ცნობისთვის, კომენდანტის საათის განმეორებითად დარღვევისთვის აქტივისტებს სამ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათის დარღვევის გამო გუშინ დააჯარიმეს. დღეს კი მათ პროტესტის ნიშნად, გომელაურის უწყების მიერ გამოწერილი საჯარიმო ოქმები შსს-ს წინ დაწვეს.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო ორი დღეა დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გააქტიურდა. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები ჩაკეტილი ქვეყნის გახსნას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას და კომენდანტის საათის მოხსნას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტში” ინდოეთის რესპუბლიკის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიამარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო წარადგენს Covid19- ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას