აქტივისტები პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ითხოვენ

აქტივისტები პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ითხოვენ.

7 მარტს დაბა კაზრეთში კომპანია” RMG Copper”-ის ანგარიშის სკოპინგის საჯარო განხილვა მოეწყო, სახელწოდებით – ,,მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის შეცვლის ( მშრალი კუდების მოწყობა- ექსპლოატაცია).

შეხვედრას ,,ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები და ორგანიზაცია” სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრი ნინო ბურეულაძე აცხადებს, რომ ,,მშრალი კუდების” პროექტი ახალი, სრულიად განსხვავებული პროექტია.მისი მშენებლობის და მართვის გამოცდილება საქართველოში დღემდე არ არსებობს, რაც უკვე გამოწვევაა,არამარტო კომპანიისთვის,არამედ გარემოსდაცველებისთვისაც.

,,მიუხედავად იმისა, რომ პროექტს მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები აქვს, იგივე გარემოს დაცვის მიმართულებით, მას ასევე აქვს მკვეთრად უარყოფითი მხარეებიც. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა საჯარო განხილვებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დღეს სამწუხაროდ ვერ დავინახეთ.
გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობას მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოს, რათა შემდგომში სწორად შეძლონ არჩევანის გაკეთება.

რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს სხვა კითხვებიც მათ შორის ;ვინ არის პროექტის ავტორი კომპანია? ფლობს თუ არა ამ მიმართულებით სათანადო გამოცდილებას?დააკმაყოფილებს თუ არა პროექტი ევროკავშირის სტანდარტებს და ა შ. ასევე პროექტის განხორციელების შემთხვევაში როგორ მოხდება ჰაერის დაბინძურების პრევენცია. ნიადაგის და წყლის დაცვა ტოქსიური ნარჩენების ჩაჟონვისგან და ბევრი სხვა, რაც ვფიქრობ დეტალურად უნდა იყოს სამომავლოდ ჩაშლილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.” – აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

სამუშაო ჯგუფის წევრების განაცხადებით – ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ თუ რა ბედი ელის მშრალ კუდსაცავს, როდესაც პროექტის 10 წლიანი ექსპლოატაციის ვადა ამოიწურება. ამიტომ აქტივისტები დაელოდებიან მომავალში პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვას, რომელიც, სავარაუდოდ კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – ვინმე თუ ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება
შემდეგი სტატია8 მარტთან დაკავშირებით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებას ავრცელებს