აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებისთვის პარლამენტთან „პუფების კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მისვლას ელოდებიან.

აქტივისტებს ადგილზე პუფები აქვთ მიტანილი და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს „პუფების კოროდორს“ მოუწყობენ.

აქტივისტების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ იმას, თუ რატომ არ შევიდნენ ამ დრომდე პატლამენტში თუ შესვლას აპირებდნენ.

ასევე, აქტივისტები აპირებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შესვლამდე დაუსვან კითხვები იგივე პოზიციები აქვთ თუ არა, რაც რამდენიმე თვის წინ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება