სოციალურ ქსელში აქტივისტ ნოდარ სიხარულიძის მამა, ვახო სიხარულიძე უმძიმეს ემოციურ პოსტს აქვეყნებს. იგი ღიად მიმართავს იმ სამართალდამცავებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასა და ამ ფაქტის მიჩქმალვაში მონაწილეობდნენ.ვახო სიხარულიძე სამართალდამცავებს პასუხისგებით ემუქრება და აცხადებს, რომ ოჯახი ამ საქმეს ასე არ დატოვებს.
“ეს ჩემი შვილია! პოლიციელებს ხოო, მოვა დრო და მოვკითხავ, მე თუ ვერ მოვესწარი, ჩემიანები აუცილებლად მოკითხავენ, გაწყვეტამდე ვართ! ხო და კიდე, ის ექიმები, რომლებმაც სამედიცინო დოკუმენტაციები 3 – ჯერ გააყალბეს, არსად ნეკნების მოტეხილობები და გულმკერდის ორგანოების დაზიანებები არ დააფიქსირეს, რას ფიქრობთ, ნაგვებო, გგონიათ დამავიწყდა, ან შეგრჩებათ ?! ეს კი არა და, სხეულის გარეგანი დათვალიერების გრაფაში არაფერი, ზედაპირული დაზიანებებიც კი, არ დააფიქსირეს, არც სახეზე, არც ტანსა და კიდურებზე… ალტერნატიულ სამედ. დაწესებულებებში (არ ვასახელებ საავადმყოფოებს) დაფიქსირდა ინსტრუმენტალური კვლევის შედეგები, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და რენტგენო კვლევებში… გამრავლებული და სხვა და სხვა ადგილას მაქვს შენახული ინტრუნემტალური კვლევების დოკუმენტები,როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ვერსიები. ორი ეგზემპლარი გერმანიასა და შტატებში მაქვს გაგზავნილი და საიმედოდ შენახული… დაგება დრო, და მოგკითხავთ ! დედების საფლავებს გადაგიბრუნებთ „ST“ ტრაქტორით, ოთხში ამოგიღებთ ! მე გასწავლით შიშს რა ფერი და სუნი აქვს !”_ წერს სოციალურ ქსელში აქტივისტ ნოდარ სიხარულიძის მამა, ვახო სიხარულიძე.

















