აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია ფორმულას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს.

გამოძიება მას ადმინისტრაციული წესით ედავებოდა. ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.

“სუფთა ფურცლების მოსამართლის ჩერბაკოვას ხელმოწერილი ოქმი მომიტანეს, ახლა მოვლენ და 5 დღით მივყავარ, თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს იმ თავისი სტალინის საღებავის შესხმისთვის. […] ახლა ველოდები გადაყვანას. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, ამ ზომის გამოყენება მარაზმია”, – აცხადებს აქტივისტი.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი: უკრაინელი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ
შემდეგი სტატიარუსთაველის თეატრში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი გაიმართა