14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას, რომელიც პარლამენტთან ღამეს ათევს, 20-მდე პოლიციელმა პირადი ნივთები მერვედ წაართვა

აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას, რომელიც პარლამენტთან ღამეს ათევს, 20-მდე პოლიციელმა პირადი ნივთები მერვედ წაართვა.  სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მას კარავი აქვს გაშლილი, პოლიციელები გვიან ღამით მივიდნენ.

“ტრადიციად აქციეს ჩემი დარბევა. მერვეჯერ მოვიდნენ. 20 პოლიციელი იყო თან. ერთმანეთს ამაგრებდნენ ალბათ. მე სიტყვა არ მითქვამს, გამაღვიძეს, წამოაბოყინებს და ადექით, ქალბატონო დარეჯან, უნდა წავიღოთ ყველაფერიო და წაიღეს, ისედაც რა მქონდა ახლა, წაღებული ჰქონდათ ყველაფერი აბსოლუტურად და არაფერი დაუბრუნებიათ თვეზე მეტია უკვე. გენპროკურატურაში და ყველგან შეტანილი მაქვს სარჩელი, სახალხო დამცველი – არავინ დამიტოვებია, სადაც შემეძლო გაგზავნა საჩივრის ყველგან გავაგზავნე. 112-შიც დავრეკე წუხელ და ვუთხარი – ვიცით, რომ თქვენ ყველა ერთი ჯგუფი ხართ და აზრიც არ აქვს მე მგონი, რომ დავრეკო, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის დააფიქსირეთ, რომ 20 პოლიციელი დამესხა თავს და ყველაფერი წაიღეს. ამათ განუკითხაობას უკვე საზღვარი არ აქვს. მოვითხოვ, რომ სახალხო დამცველი მობრძანდეს და ნახოს რა პირობებში მიწევს მე აქ პროტესტის გამოხატვა. ყველაფერი დარღვეულია აბსოლუტურად და მე არ ვაპირებ უკან დახევას. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ჩვენ ამ ხელისუფლებას მოვიშორებთ თავიდან. ეს გარდაუვალი პროცესია. ამათ ჰგონიათ, რომ დიდხანს აქვთ კიდევ ვოიაჟები, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი. ყველაფერს აქვს თავისი დრო და თმენის ვალდებულებაც უკვე ამოიწურა ყველანაირად და მალე დასრულდებიან, ორბანსაც ასე ეგონა, რომ დიდხანს იქნებოდა ხელისუფლებაში, მაგრამ ნურას უკაცრავად”,-ამბობს TV პირველთან სამოქალაქო აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია

banner
წინა სტატიაშიტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება