აქტიური შემთხვევებიდან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 17 მართვით სუნთქვაზეა

ინფექცირი საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 3 348 აქტიური შემთხვევიდან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა.

რაც შეეხება ახალი შემთხვევების განაწილებას, კორონავირუსის ახალი 294 შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა, 43 – თბილისში, 16 – გურიაში, 14 – იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემოსვანეთში, 5-5 სამცხე ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში, 4 შიდა-ქართლში, 2- კახეთში, 2 – მცხეთა მთიანეთში.

დღეს, 27 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი 294 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 87-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – მჯერა, აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს
შემდეგი სტატიაგახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის