აქტიურად მონაწილებს ამაში სუს-ი და შსს – მურთაზ ზოდელავა ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გუშინ, ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.

„პირდაპირ სამსახურის უფროსები, სამართველობის უფროსები, ყოფილი გუბერნატორები და უშუალოდ ვინც დიდ თანხებთან და ტენდერებთან, შესყიდვებთან არიან შეთამაშებულები ქართული ოცნების მიერ, მხოლოდ ეს ადამიანები დარჩნენ ოცნების ამგვარი დავალებების შემსრულებლებად და ყველა ეს ადამიანი იყო ან სამსახურის უფროსი, ან ყოფილი გუბერნატორი მოადგილე, ან რომელიმე სამართავლელოს უფროსი ან აიპების და მერიის მაღალიჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ არიან დაინტერესებულები ქართლი ოცნების ხელისუფლებაში დარჩენით“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მურთან ზოდელავამ განუცხადა.

ზოდელავას თქმით, ასეთ ქმედებებს უშუალოდ კურირებს სუს-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. „არაერთხელ გაიშიფრენ, რომ თვითონ არიან ამის ორგანიზატორები და აქტიურად მონაწილებს ამაში სუსი, შსს-ს მაღალჩინოსნები და ადამიანები რომლებიც არიან ხელისუფლების ადგილობრივი ბობოლები“, – აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაში“ჩემი სიხისტე არავის სჭირდება, ახლა გუბაზების და გელბახიანების დროა”
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ფორმატზე განმარტებას აკეთებს