გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ირანის ომთან დაკავშირებით „მეტწილად იმპროვიზაციით მოქმედებს და არა მკაფიო გეგმის მიხედვით“.
გამოცემის წყაროების თქმით, ომის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე ხან დარწმუნებული იყვნენ, რომ დონალდ ტრამპი ესკალაციისკენ იხრებოდა, ხან კი ომის სწრაფად დასრულებას ესწრაფვოდა.
„საბოლოოდ, არავინ იცის, რეალურად რას ფიქრობს“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
ამასთან, ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ომის დაწყების პირველ კვირას გეგმა ჰქონდა, ხოლო შემდეგ მოვლენების განვითარების შესაბამისად მოქმედებდა.
„ის რეგულარულად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, ასე რომ, არავინ იცის, რას ფიქრობს“, – აღნიშნავს წყარო გამოცემასთან საუბრისას.
















