“აქეთ ვართ მეტნი… მომავალი არ არსებობს ბატონი ვაშაძის მხარეს”

,,მეტნი ვართ ისინი, ვინც მომავლის პერსპექტივას ვუჭერთ მხარს. არავითარი მომავალი არ არსებობს ბატონი ვაშაძის მხარეს”- ამბობს იუსტიციის მინისტრი. მისი თქმით, მეორე ტური ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება.

“მე ვარ როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი და ვფიქრობ, აქტიური მხარდამჭერი, დარწმუნებული იმაში რომ აქეთ მხარეს ვართ უფრო ბევრნი, ვიდრე ის 800 000 ადამიანი, ვინც პირველ ტურში თავისუფალ არჩევნებში ხმა მისცა ვაშაძე-ბაქრაძის ერთ პოლიტიკურ ძალას. აქეთ ვართ მეტნი, მეტნი ვართ ისინი, ვინც მომავლის პერსპექტივას ვუჭერთ მხარს. არავითარი მომავალი არ არსებობს ბატონი ვაშაძის მხარეს. ​ქალბატონი სალომეს მხარეს კი არსებობს მომავლის პერსპექტივა, რადგან ჩვენ ვიცით,რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შვილი, რომელმაც საფრანგეთის დიპლომატიაში განვლო თავისი კარიერა რომელიც დაუბრუნდა სამშობლოს და რომელიც შეგვთავაზებს კარს მომავლისკენ. მის შემდეგ იქნებიან ახალგზარდა თაობის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი პრეზიდენტები. მაგრამ ჩვენ არ გვინდა წარსული, შესაბამისად წარსულის მოწინააღმდეგეები ვართ ბევრი ასე მგონია მე”, განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის აზრს დამორჩილდება, თუმცა ამას გამორიცხავს.

“მიუხედავად ამისა, თუკი ქართველი ამომრჩეველი აღმოჩნდება რომ სხვა არჩევანს გააკეთებს და გაიმარჯვებს მეორე ძალა, რასაც მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის აზრს დავემორჩილები , მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ვმობილიზდეთ იმისთვის, რომ ურნასთან მივიდეთ და გავაკეთოთ სწორი არჩევანი ქალბატონი სალომეს სასარგებლოდ, რადგან მომავლის პერსპექტივა არის მის მხარე”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში