აქციზზე ფასის ზრდა 100 ათასობით ადამიანს გააღარიბებს-ზურაბ ჭიაბერაშვილი

სესიაზე დღეს დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტის ის თანმხლები კანონპროექტები უნდა დაამტკიცონ, რომლის მიხედვითაც იანვრიდან სიგარეტზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი ძვირდება. ასევე იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ეს ცვლილებები სოციალურ ვითარებას უკიდურესად დაამძიმებს და მოსახლეობას გააღარიბებს. ნაციონალური მოძრაობა ნავთობპროდუქტებზე, სიგარეტსა და ავტომობილებზე გადასახადის გაძვირებას მხარს არ უჭერს.

„მთავრობას შევთავაზეთ ალტერნატივა, რომ შეკვეცონ ხარჯები და ვაჩვენეთ ამისი გზა, მაგრამ სანაცვლოდ აღარ გაზარდონ აქციზზე გადასახადი. ვარწმუნებთ და ვეუბნებით, რომ ეს შეეხება 100 ათასობით ადამიანს და ნიშნავს 100 ათასობით ადამიანის გაღარიბებას,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები აუცილებელია და ის ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტის ფულის მითვისება- დაკავებულია ყვარლის საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე
შემდეგი სტატიაოპონენტები სიტყვა ლეგიტიმაციას უადგილოდ იყენებენ-ეკა ბესელია საკონსტიტუციო კომისიაზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს