ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნის თანახმად, საწვავზე აქციზის შემცირება ან გაუქმება ვერ ჩაითვლება საწვავის ფასების შემცირების ეფექტიან მექანიზმად.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში საწვავის აქციზი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მკვეთრად დაბალია და ფასის ფორმირებაში შედარებით მცირე წილს იკავებს. მოქმედი განაკვეთების მიხედვით, ბენზინზე აქციზი დაახლოებით 0.37 ლარს შეადგენს ლიტრს, ხოლო დიზელზე 0.34 ლარს ლიტრს შეადგენს. ევროპულ ქვეყნებში,საშუალოდ, ბენზინის აქციზი მერყეობს დაახლოებით 1.5- 1.8 ლარის დიაპაზონში, ხოლო დიზელის შემთხვევაში დაახლოებით 1.1-1.4 ლარის, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მაჩვენებელი საშუალოდ 3–4-ჯერ ნაკლებია (დაახლოებით 65%–75%).
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აქციზის გადასახადი ყველაზე მაღალი ნიდერლანდებშია, ყველაზე მცირე კი პოლონეთში. კერძოდ, ნიდერლანდებში ბენზინზე აქციზი დაახლოებით 2.52 ლარს შეადგენს ლიტრს, ხოლო დიზელზე 1.65 ლარს ლიტრს შეადგენს. პოლონეთში კი ბენზინზე აქციზი დაახლოებით 1.07 ლარს შეადგენს ლიტრს, ხოლო დიზელზე 0.99 ლარს ლიტრს შეადგენს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციზი ფასის მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მისი გავლენა საბოლოო ფასზე შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, მისი შემცირება ან გაუქმება ვერჩაითვლება საწვავის ფასების მდგრადი შემცირების ეფექტიან მექანიზმად. თეორიულად, ასეთინაბიჯი გამოიწვევდა მხოლოდ ერთჯერად, შედარებით მცირე შემცირებას, თუმცა პრაქტიკაში ესეფექტი სრულად და მყისიერად არ აისახება“, – წერია ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლის ზრდა კი ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს















