„აქციზის გადასახადის ზრდა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს” – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით აქციზის გადასახადის ზრდა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს. სებ-ის შეფასებით, დღევანდელ ეტაპზე აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება:
„აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას. ჩვენი შეფასებით, დღევანდელ ეტაპზე აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონლის გაძვირება გაზრდის ინფლაციის მოლოდინებს, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს, მის ხელში არსებული ბერკეტების მეშვეობით,” – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატია“ბიუჯეტი გვაჩვენებს, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა უარესად იცხოვრებს”-წერეთელი