აქციზის გადასახადი იმპორტულ ავტომობილებზეც გაიზრდება : კვირიკაშვილი

აქციზის გადასახადი გაიზრდება იმპორტულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება, -განაცხადამთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნავთობროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მიღებული გადაწყვეტილებები კი ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტებით განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას.

„ნავთობროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტებით განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას. ამ მხრივ საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჯერ განახევრდა, ახლა კი 60 პროცენტით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე. ელექტრო მანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება. ამასთან, საქართველოში წლიდან წლამდე შემცირების ნაცვლად იზრდება ავტომობილების რაოდენობა და შესაბისად ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტი”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.

„დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად აისახება იმპორტის მოცულობაზე. რამაც საბოლოდ დადებითი გავლენა უნდა იქონიოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი გახლავთ“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაგზაო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება – კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს უმასპინძლა