აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას დაცვის სამსახური არ აძლევს

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მისი თანამოაზრეები საქართველოს პარლამენტში შესვლის მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სახელზე პარლამენტში დაშვებულია საშვები, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას დაცვის სამსახური არ აძლევს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.  სამოქალაქო აქტივისტები  ყოფილი გენერალური პროკურორის და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტი – ირანი ზეწოლის ქვეშ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არასოდეს გამართავს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება იქნება