აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პუტინისტური ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დროშის მაგივრად ჯვარი აღმართეს.

პრორუსი ჯგუფები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან.

ფორმულას ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს. ასევე, მოუწოდეს, დაეტოვებინა ტერიტორია. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ასევე, სცემეს ფორმულას სხვა გადამღებ ჯგუფს – გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები. დაშავებულები არიან: მარიამ ქუმსიშვილი – ჟურნალისტი; მარიკა გოცირიძე – ჟურნალისტი; გიორგი პერტია- ჟურნალისტი; სალომე ბოკუჩავა – ჟურნალისტი; შოთა სიკინჭალაშვილი – ოპერატორი; ზურა მანაგაძე – ოპერატორი; ბექა ათაბეგაშვილი – ოპერატორი. დამტვრეულია ორი კამერა.

ტვ პირველის გადამღები ჯგუფები – რუსო ჯაბანიშვილი; გურამ თოდაძე. დამტვრეულია ორი კამერა და ჩართვის აპარატურა.

ისინი ასევე თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით “პრესა”.

სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.

თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალსიტს, თამთა კახაბერიძეს.

ნაცემია პალიტრანიუსის ოპერატორიც, მას ტექნიკა დაუმტვრიეს.

ერთმა კაცმა სცადა, სკუტერით დაჯახებოდა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს “სირცხვილიას” ოფისთან თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს (ვიდეო)
შემდეგი სტატია“გირჩის” ოფისს კვერცხები დაუშინეს