აქციის მონაწილეებმა კორიდორი შექმნეს და ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების შეტანა მაინც მოახერხეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებს და ოპოზიციონერებსა და პოლიციას შორის კამათი მოხდა. მიზეზი ქვიშის ტომრები იყო, რომლის შეტანაც აქციის მონაწილეებს სურდათ იმ ტერიტორიაზე, სადაც პიკეტს აწყობენ. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით ქვიშის ტომრები კარვების გასამაგრებლად სურდათ, თუმცა პოლიცია მათ შეტანის უფლებას არ აძლევდა. უგულავას თქმით ამის გამო სავარაუდო იყო, რომ ისინი კარვების დაშლას გეგმავდნენ.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით ტერიტორიაზე დასაშვები იყო შეშის ტომრების შეტანა, თუმცა არა ქვიშის. მათ მიზეზად უსაფრთხოების ზომები დაასახელეს, თუმცა უფრო კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებიათ.

აქციის მონაწილეებმა კორიდორი შექმნეს და ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების შეტანა მაინც მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშიარანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით
შემდეგი სტატიაშსს- აქციაზე დაკავებული არავინ არ არის